თბილისის N64 სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი ხონელიძე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის Platinum Prize-ის მფლობელი გახდა
15-07-2026

თბილისის N64 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ, გიორგი ხონელიძემ, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე Carl Reinecke International Music Competition მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა.

ახალგაზრდა მუსიკოსმა ფლეიტის ნომინაციაში, Young Artist (14–17 წლის) ასაკობრივ კატეგორიაში,  ჯილდო - Platinum Prize დაიმსახურა, რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკუთარი მუსიკალური ნიჭი, მაღალი პროფესიული მომზადება და საშემსრულებლო ოსტატობა.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს გიორგის ამ ღირსშესანიშნავ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ საერთაშორისო წარმატებას უსურვებს.

„ვულოცავთ, გიორგის ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლის წარმატებით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203