„ააფეთქეთ“ სოცქსელები izrune.ge-ერთად - ვიდეოკონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება
15-07-2026

Izrune.ge წლებია მყარად დგას ქართული განათლების სადარაჯოზე, არასოდეს წყვეტს განვითარებას და ყველაზე ცხელ, ზაფხულის სეზონზეც კი ხელს უწყობს თითოეული ბავშვის წინსვლასა თუ წარმატებას.

თამამად ვიტყვით - ეს უნიკალური პროექტი დიდი ხანია გასცდა უბრალო საგანმანათლებლო პლატფორმის ჩარჩოებს და ოჯახი-სკოლა-მომავალი თაობა ერთი იდეის გარშემო გააერთიანა. ყველაზე მზრუნველი პროექტის წარმატების საიდუმლო კი ის გახლავთ, რომ მუდმივად ნერგავს ინოვაციებს და ყოველდღიურად ამტკიცებს - თითოეული მოზარდის შესაძლებლობები უსაზღვროა, თუკი გვერდით საიმედო მეგზური ჰყავს.

სწორედ ამ მზრუნველობისა და უწყვეტი განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა საზაფხულო ვიდეოკონკურსი „ჩემი მხარე“, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ბავშვებს კი აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მათი ხმა, იდეები და ემოციები ყველამ გაიგოს.

ინფორმაციისთვის დავძენთ, რომ ამ შემოქმედებით მარათონში გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთა წარმატებასაც თავად საზოგადოების აღიარება და ჩართულობა განსაზღვრავს.

საუკეთესოები შეირჩევიან სამი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლის მიხედვით:

ყველაზე მეტი ნახვა;

ყველაზე მეტი კომენტარი;

ყველაზე მეტი გაზიარება.

ეს კი ნიშნავს, რომ გამარჯვების ფორმულა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და სრულად საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ! დრო არ იცდის, კონკურსის მონაწილეებს შორის ნამდვილი შემოქმედებითი ციებ-ცხელება დაწყებულია და თითოეული წამი ძვირფასია, რადგან ვიდეოკონკურსი ოფიციალურად დასრულდება 31 ივლისს, ზუსტად დილის 10:00 საათზე.

გადადგით პირველი ნაბიჯები აღიარებისკენ, გაიარეთ რეგისტრაცია, ჩაერთეთ კონკურსში და თქვენი ვიდეოთი „ააფეთქეთ“ სოციალური ქსელები izrune.ge-სთან ერთად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203