შემეცნებითი თავგადასავლები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები - სკოლა „ანაბასისის“ ბაზაზე საზაფხულო სკოლა მუშაობს
15-07-2026

სკოლა „ანაბასისი“ 5-10 წლის ბავშვებს ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარებას სთავაზობს.

სკოლაში საზაფხულო სკოლა დაიწყო, რომელიც პატარებს უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს - ბავშვები მონაწილეობენ შემოქმედებით საქმიანობებში, სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებში, სპორტულ და გუნდურ თამაშებში, შემეცნებით ღონისძიებებსა და სხვადასხვა გამოწვევაში.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორინები და აქტივობები, რომლებიც ბავშვებს ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად თანატოლებთან ურთიერთობისა და ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

„საზაფხულო სკოლა დაიწყო!

ძვირფასო მშობლებო, ვიწვევთ 5-10 წლის ბავშვებს მხიარულ, შემეცნებით და მრავალფეროვან საზაფხულო სკოლაში!

საზაფხულო სკოლა იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. 09:00 - 18:00 საათამდე, სკოლა „ანაბასისის“ ბაზაზე.

ბავშვებს ელოდებათ: შემოქმედებითი და ხელნაკეთი აქტივობები;

სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები;

სპორტული და გუნდური თამაშები;

შემოქმედებითი ღონისძიებები;

საინტერესო ისტორიები, ვიქტორინები და გამოწვევები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

ჩვენი მიზანია: ბავშვებმა ზაფხულის დღეები გაატარონ უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც სწავლა და გართობა ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული. ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან ერთჯერადი კვებით.

დამატებითი ინფორმაციისა და დეტალებისათვის დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 579-20-26-83

598-00-85-90

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

შემოუერთდით საზაფხულო თავგადასავალს, სადაც ყოველი დღე ახალი აღმოჩენაა“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ განცხადებაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203