
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრისა და სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის ერთობლივი სამხატვრო სახელოვნებო სკოლა-სტუდიამ - „შემოქმედნი“ ხელოვნების XIX ეროვნულ კონკურსში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა.
3 ივლისს, სამხატვრო სახელოვნებო სკოლა-სტუდია „შემოქმედნის” მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ გამართულ ხელოვნების IXX ეროვნულ კონკურსში - “მომავლის ვარსკვლავები”.
სკოლა-სტუდია „შემოქმედნის“ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ლაურეატის დიპლომებით, ასევე ორ მოსწავლეს გადაეცა პრიზიორის დიპლომები.
სალომე ალიბეგაშვილის ნამუშევარს მიენიჭა ნომინაცია „კრეატიული კომპოზიცია”
დემეტრე ბულაშვილის ნამუშევარს მიენიჭა ნომინაცია „საინტერესო ფერწერული ნამუშევარი”.
საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა სამი პედაგოგი, მათ შორის ქალბატონი ლონდა მაისურაძე.
ლონდა მაისურაძეს ასევე გადაეცა დიპლომი ნაყოფიერი და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის.
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმატება ახარებთ და მათ წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.