წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლე-მასწავლებლებმა ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მოილოცეს
15-07-2026
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და თანამშრომლებმა მადლიერების ნიშნად ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცეს და გიმნაზიის დამაარსებელის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის განსასვენებლთან მრავალი მათგანის მოძღვრის და მასწავლებლის - მეუფე სერგის სულის მოსახსენებელი ლოცვა მადლიერებით და სიყვარულით აღავლინეს.
 
აღსანიშნავია, რომ ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალების შემდგომ ტრადიციად იქცა სასწავლო წლის დასასრულს, სკოლა-გიმნაზიის საზოგადოების მიერ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოლოცვა, მეუფე სერგის განსასვენებელთან მიახლება და სამადლობელო ლოცვის აღვლენა.
 
იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203