
წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასწავლო წლის მიწურულს IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო დღეს მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხური შეაჯამეს და სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი განსაკუთრებული ემოციებით დაასრულეს.
მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს და მასწავლებლებს, მშობლებსა და სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და ლამაზი ემოციებით.
დამრიგებლებმა - ნანა ლოლიაშვილმა და ხატია ჭაღოშვილმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცეს, აღნიშნეს მათი მიღწევები და საინტერესოდ გავლილი ოთხწლიანი გზა გაიხსენეს.
დამრიგებლებმა ბავშვებს მომავალ სასწავლო ეტაპზე წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ წინ მათ ახალი შესაძლებლობები, ცოდნა და საინტერესო გამოწვევები ელით.
მოსწავლეებმა კი მასწავლებლებს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები: