
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი შემოქმედებით და შემეცნებით გარემოში წარიმართა.
სასწავლო წლის მიწურულს კი IXბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორები“, რომელმაც მოსწავლეებს ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გაცნობისა და გააზრების შესაძლებლობა მისცა.
მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, გაეცნენ ქართველი კომპოზიტორების ბიოგრაფიებს, შემოქმედებით გზას და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში შეასრულეს. მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს ქართველი კლასიკოსების შემოქმედების გამორჩეული ნიმუშები, ისაუბრეს მათ მუსიკალურ სტილზე, ეპოქის თავისებურებებსა და იმ გავლენაზე, რომელიც ამ ხელოვანებმა ქართული კულტურის ისტორიაში დატოვეს.
„მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციებითა და მუსიკალური მასალის გაცნობით წარმოაჩინეს ქართველი კომპოზიტორების ცხოვრება, შემოქმედების მნიშვნელობა და წვლილი ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. რაც შემეცნებითი და შთამბეჭდავი გამოცდილება აღმოჩნდა“,- გვიყვებიან სკოლაში.
მსგავსი გაკვეთილები როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათ შემოქმედებითობის განვითარებს ემსახურება.