დაშტაფის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან
16-07-2018
დაშტაფის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილები აქტიურად ტარდება.
სკოლაში გახსნილ კინოკლუბში წლის მანძილზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ფილმი ნახეს.
სკოლა ამ პროექტში მეორე წელია რაც ჩართულია და მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს.
პროექტს მასწავლებელი ნატო სამხარაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლამ აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსთავში ჩატარებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის და არაქართულენოვან მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის მასწავლებელთა პროექტში „საქართველოს მზის ქვეშ“.
პროექტში სხვადასხვა არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები, ამავე პროგრამის მასწავლებლებთან ერთად წარმოადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს.
დაშტაფის საჯარო სკოლამ ღონისძიებაზე იმერეთი წარმოადგინა.
მოსწავლეებმა შექმნეს იმერული სახლისა და ეზოს მაკეტი, მოამზადეს იმერული კერძები და იმერული სამოსით შეასრულეს სიმღერები. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია