
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა. პედაგოგები ზრუნავდნენ, არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს.
აღსანიშნავია, სასწავლო წლის მიწურულს VIIIა კლასში ჩატარებული მუსიკის შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი, რომელსაც მუსიკის პედაგოგი ნ. ბეგაშვილი უძღვებოდა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენლების შემოქმედებაზე პრეზენტაციები წარადგინეს, ისაუბრეს მათ ღვაწლსა და მუსიკალურ კულტურაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე. თეორიული ნაწილის პარალელურად, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი პრაქტიკული აქტივობებითაც გამდიდრდა. პრეზენტაციებს თან ახლდა რიტმული აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. შემოქმედებითმა და ინტერაქტიულმა მიდგომამ მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.
„ამ გაკვეთილით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მუსიკის როლს ადამიანის ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: