„პირველი თავი დასრულდა“ - ქობულეთის წმ. კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
15-07-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის Iგ კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. კლასის ხელმძღვანელმა ლელა კენჭაძემ,  მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის აღსანიშნავად სიგელები გადასცა.

გასული სასწავლო წელი ბავშვებისთვის ცოდნისკენ მიმავალი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო. ამ პერიოდში მათ არა მხოლოდ კითხვა და წერა შეისწავლეს, არამედ მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და სიკეთის მნიშვნელობაც გაიაზრეს.

დღეს უკვე მეორეკლასელები ახალი ცოდნით, გაზრდილი თავდაჯერებულობითა და დამოუკიდებლობით ემზადებიან მომავალი გამოწვევებისთვის.

ლელა კენჭაძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა, მხიარული და შთამბეჭდავი ზაფხული უსურვა.

„დასრულდა პირველი თავი, იწყება ახალი ისტორია

სკოლა-გიმნაზიის lგ კლასის მოსწავლეებმა, კლ. ხელმძღვანელი: ლელა კენჭაძე, წარმატებით გადალახეს ცოდნისკენ მიმავალი პირველი მნიშვნელოვანი საფეხური.

ამ წლის განმავლობაში მათ ისწავლეს კითხვა, წერა, მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა და სიკეთის კეთება. თითოეულმა დღემ ახალი გამოცდილება, სიხარული და საინტერესო აღმოჩენები მოუტანა მათ. 

დღეს კი უკვე უფრო თავდაჯერებულები, უფრო ჭკვიანები და უფრო დამოუკიდებლები ემზადებიან ახალი სასწავლო გამოწვევებისთვის.

გიმნაზიელებო, გილოცავთ , სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! ვუსურვებთ მათ ბედნიერ, მხიარულ და საინტერესო ზაფხულს, ხოლო მომავალ წელს - კიდევ უფრო მეტ წარმატებას, ახალ მეგობრებსა და დაუვიწყარ გამარჯვებებს.

პატარა ნაბიჯებით დაწყებული გზა დიდ მომავალს ქმნის. წარმატებები, ძვირფასო აწ უკვე მეორეკლასელებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203