საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის თეატრალურმა სტუდიამ შექსპირის „ქარიშხალი“ წარმოადგინა
15-07-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის თეატრალურმა სტუდიამ 28 ივნისს მორიგი პრემიერა გამართა.

„თეატრი ათონელზე“ სტუდიამ წარმოადგინა უილიამ შექსპირის პიესა - „ქარიშხალი“, რომელიც სტუდიის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კობა სხილაძემ დადგა. მასვე ეკუთვნის ინსცენირება და მუსიკალური გაფორმება.

სპექტალში მონაწილეობდნენ გიმნაზიის მოსწავლეები: საბა ბალახაძე, ანასტასია ხარატიშვილი, ავთო ხოსრუაშვილი, ნინო შავიძე, რატი თეგეტაშვილი, გიორგი შავიძე, ლუკა თურაზაშვილი, ნინი ბუაძე, თინათინ თამაზაშვილი, თამაზ კაბულაშვილი.

სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა გიმნაზიის პედაგოგმა - თათია ირემაშვილმა, ტექნიკური რეჟისორი გახლდათ გიმნაზიის მოსწავლე - ნიკოლოზ კაპანაძე, პროდიუსერი გიმნაზიის დირექტორის მოადგილე - იოსებ აფაქიძე.

სპექტაკლს, რომელმაც დიდი ემოციები და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა - გიმნაზიის პედაგოგები და თანამშრომლები, მოსწავლეთა მშობლები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის დასასრულს, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დადებითად შეაფასა სპექტაკლი, მადლობა გადაუხადა რეჟისორს, კობა სხილაძეს, მსახიობებს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს - გაწეული მუშაობისათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203