2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენება ეკრძალებათ. ახალი რეგულაციებით სასწავლო დღის დასაწყისში მოსწავლეთა მობილურები სპეციალურ შესანახ ყუთებში განთავსდება და დღის ბოლოს დაუბრუნდებათ. ამასთან, განათლების სამინისტრომ განსაზღვრა რა სტანდარტის უნდა იყოს სათავსო, რომელიც სკოლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა შეიძინონ.
აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონების შესანახი კედლის სათავსოს შეძენისას სკოლას კომპანიამ ნიმუშთან ერთად ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარუდგინოს, რომელშიც ეწერება რომ ყუთი სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისია.
იხილეთ დეტალური ინსტრუქცია ყუთის ზომებსა და კონსტრუქციულ მახასიათებლებზე
ინსტრუქციაში სათავსოს უსაფრთხოება და ხარისხი დეტალურადაა გაწერილი:
- კონსტრუქცია უნდა იყოს მტკიცე და გათვლილი ინტენსიური ყოველდღიური გამოყენებისთვის;
- ყველა დეტალი უნდა იყოს დამუშავებული ისე, რომ არ არსებობდეს ბასრი ან დაზიანების გამომწვევი კიდეები;
- მასალები უნდა იყოს ხარისხიანი და არ შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
- პრეტენდენტმა ტენდერის სტატუსის - „შერჩევა-შეფასება“ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს 1 ერთეული სათავსოს ნიმუშის მიწოდება სატენდერო კომისიისთვის.
- ნიმუშთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული ორგანოს დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან სხვა აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი) დასკვნა.
- წარმოდგენილი დასკვნით უნდა დგინდებოდეს ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო პირობებით დადგენილ მახასიათებლებთან.
- მიწოდების ეტაპზე დამკვეთი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შერჩევითად აღებული პროდუქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დასკვნა (არაუმეტეს 10 ერთეულისა). შერჩეული ნიმუშები არ უნდა იქნას გათვალისწინებული საერთო რაოდენობაში. შერჩეული ნიმუშების ექსპერტიზის ხარჯებს ფარავს მომწოდებელი.
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 1 წლიანი გარანტია მიწოდებულ პროდუქციაზე.
მობილური ტელეფონების შესანახი ყუთების ნიმუშები:

