ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც ბავშვის მამისთვის (საჯარო მოსამსახურისთვის) ბავშვის მოვლის 90-დღიანი შვებულების ანაზღაურების წესის დაზუსტება და შეზღუდვა.
მამას აღარ აქვს ავტომატურად და დამოუკიდებლად 90 დღის ანაზღაურების მიღების უფლება, თუ ბავშვის დედამ უკვე ისარგებლა დეკრეტული შვებულებით, ანაზღაურების მისაღებად კი საჭიროა დაბადების მოწმობა და ცნობა მეორე მშობლის შვებულების შესახებ. დოკუმენტები უნდა წარედგინოს ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ მინისტრის ბრძანება და მასში შესული ცვლილებები პირდაპირ ვრცელდება საჯარო სკოლის მასწავლებლებზეც.
თუ სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი გადაწყვეტს ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობას, მას ახალი წესით აუნაზღაურდება 90 კალენდარული დღე იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დედას (რომელიც შესაძლოა სხვა სკოლაში ან საჯარო უწყებაში მუშაობდეს) კუთვნილი დეკრეტული შვებულება სრულად არ გამოუყენებია.
თუ ახალშობილის დედამ (მაგალითად, ასევე პედაგოგმა) გამოიყენა თავისი ანაზღაურებადი შვებულების მხოლოდ ნაწილი, მამას (მასწავლებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს დედის მიერ გამოუყენებელი დღეების პროპორციული ანაზღაურება (არაუმეტეს 90 დღისა).
ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს:
ბავშვის დაბადების მოწმობა.
ცნობა მეორე მშობლის სამსახურიდან (ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ).
პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საბუთების წარდგენა და შვებულების მოთხოვნა უნდა მოხდეს ბავშვის დაბადებიდან 6 თვის გასვლამდე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ბავშვის მოვლის გამო შვებულების დღეები აღარ აუნაზღაურდებათ.