
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მომავალი მეექვსეკლასელები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, სადაც ბიბლიოთეკარმა - თამარ შუკვანმა თბილ და მეგობრულ გარემოში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ზაფხულის საკითხავი ლიტერატურა მიიღეს, ერთმანეთს შემოქმედებითი იდეები გაუზიარეს და მასწავლებელთან ერთად საზაფხულო აქტივობებიც დაგეგმეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ინიციატივები მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებსა და განვითარებას ემსახურება და მადლობას უხდიან თამარ შუკვანს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვისა და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
„ვისაც ეს ჟრიამული მოგენატრათ, ისევ აქ არიან, არსად წასულან, ჩვენი ცელქები. მომავალი მეექვსე კლასი ბიბლიოთეკას და თამუნა მასწავლებელს ესტუმრა. მასპინძელმა კი გემრიელ ტორტთან ერთად ზაფხულის საკითხავი ლიტერატურა მიართვა და საზაფხულო აქტივობებიც ერთობლივად დაიგეგმა. სკოლა მადლობას უხდის თამუნა მასწავლებელს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვისთვის, კრეატიული და შემოქმედებითი ღონისძიებებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: