ვინ რამდენ წელს ისწავლის უმაღლესში - უნივერსიტეტებს უფლებამოსილება განესაზღვრა
18-07-2026

ცვლილებები შევიდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის სფეროების უმრავლესობაში შეიმუშაონ დამოუკიდებელი ერთწლიანი (არანაკლებ 60 კრედიტიანი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები და აკრედიტაციის გავლით დაამატონ ისინი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს.

ერთწლიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება შესაძლებელია როგორც სასწავლო/პრაქტიკული, ისე კვლევითი მიმართულებით. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება იმ სწავლის სფეროებზე, რომლებზეც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანებით განსაზღვრულია არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და საჭიროებების შესაბამისად, განახორციელონ:

დამოუკიდებელი ერთწლიანი (არანაკლებ 60-კრედიტიანი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები;

ორნაწილიანი არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები (I ნაწილი – 60 კრედიტი, II ნაწილი – 60 კრედიტი);

სხვა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203