
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება განსაკუთრებული ტრადიციაა. სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ოქროსა და ვერცხლის მედლები, ასევე ერთჯერადი სტიპენდიები გადაეცემათ. აღნიშნულ ტრადიციას წლების წინ საფუძველი მეუფე დიმიტრიმ ჩაუყარა.
2026 წლის 12 ივლისს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პეტრე- პავლობის სადღესასწაულო მსახურება აღასრულა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა.
2025-2026 სასწავლო წელს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მედალოსანი კურსდამთავრებულები არიან:
„გილოცავთ, ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს ყოველთვის ახალისებენ.