თბილისის N133 სკოლის მოსწავლე თამარ ქობალიამ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა - მე-10 კლასელი ჰამბურგში, დაჯილდოების ცერემონიალზეა მიწვეული
14-07-2026

თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ. 

სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე თამარ ქობალია საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. თამარ ქობალია სექტემბერში გერმანიის ქალაქ ჰამბურგშია მიწვეული, სადაც ევროპის 30 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.

„ვიდეო ჩემით მოვამზადე CapCut-ში, თავად იდეა კი ეკა მასწავლებელმა მომაწოდა. მინდოდა, ნამუშევარი საინტერესო ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად, ამიტომ გადავწყვიტე, ის უშუალოდ საქართველოს ისტორიასთან დამეკავშირებინა. ვიდეოში ვისაუბრე გერმანელ კოლონისტებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ და ჩვენს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ხოლო მათი შემდგომი გადასახლება სტალინის მიერ მხატვრულად გამოვსახე იმის საჩვენებლად, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანის კეთილი კვალი და შემოქმედება მაინც არ იკარგება, მიგრანტია ის თუ არა“,- გვეუბნება მოსწავლე. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლის წარმატებით და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას ულოცავენ, ასევე ულოცავენ მის პედაგოგს - ეკატერინე მაისურაძეს, რომელიც თამარის დიდი მხარდამჭერია. 

მეტი რა უნდა გააკეთოს 15 წლის გოგონამ. ის იბრძვის და შრომობს თავისი სამშობლოს წარმოსაჩენად. მისი წილი აგური დადებულია. თამარი ძალიან მოკრძალებულია, როგორც სჩვევიათ ხოლმე ასე ძლიერ ადამიანებს.

შენი მშობლიური სკოლა ამაყია შენით, გილოცავთ შენც და შენს მამოტივირებელ ეკა მასწავლებელს, რომ ყველგან ასახელებ მას და ყველას ვისაც შენთვის გული შესტკივა. ყოჩაღ ჩვენო გოგო, წინ უფრო დიდი და შინაარსიანი გზა გელოდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203