ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა
14-07-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დღეს, ისტორიის დილის სესიაზე შვიდმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, ხოლო 6%-ზე მეტი არ მივიდა.
 
„14 ივლისს აბიტურიენტები პირველ სესიაზე ისტორიის, ხოლო მეორე სესიაზე - ქიმიის გამოცდას აბარებენ. მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი მეორე სესიაზე გამოცდებს ჩააბარებენ გერმანულ და ფრანგულ ენებში.
 
ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.
 
ამ დროის მონაცემებით, გამოცდაზე დაიგვიანა შვიდმა გამოსაცდელმა“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203