ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების დარიგება დაიწყო - რა ევალებათ რესურსცენტრებს
19-07-2026

„მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში 2026–2027 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ნაწილში წიგნების მიწოდება დაიწყო.

რესურსცენტრებმა უნდა აღრიცხონ, დაახარისხონ და სკოლების მიხედვით გადანაწილებისთვის მოამზადონ.

პროგრამის მიზანია, საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სასწავლო წლის დაწყებამდე დროულად და სრულყოფილად იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი კლასისა და საგნების სახელმძღვანელოებით.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასელბის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ, რომლებიც სრულად განახლებული პროგრამით იქნება შედგენილი, პრინციპით - ერთი სახელმძღვანელო ერთ საგანში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203