
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება 17 ივლისს.
საბჭოზე განხილიება 5 სკოლის საკითხი:
1. ა(ა)იპ - თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
2. ა(ა)იპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
3. სსიპ - აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - ქალაქ თბილისის N92 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
5. სსიპ- ქალაქ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;