იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ​საოცარი ექსკურსია და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები 
13-07-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ზღვისპირეთის ღისსშესანიშნაობების მოსანახულებთად შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო. 

მოსწავლეებმა,პედაგოგ ინგა მოდებაძის ხელმძღვანელობით, არაერთი ისტორიული, კულტურული და გასართობი ადგილი მოინახულეს.

ბავშვებმა დაათვალიერეს დენდროლოგიური პარკი, მოინახულეს ისტორიული პეტრას ციხე, ესტუმრნენ ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და საკათედრო ტაძარს, სადაც საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას ახლოს გაეცნენ.

დღე გასართობი აქტივობებით გაგრძელდა - მოსწავლეებმა იმოგზაურეს მეკობრეთა გემით, შემდეგ კი დრო ბათუმის ბულვარში მხიარულად გაატარეს.

„საოცარი ექსკურსია გამოვიდა, მადლობა ყველას. დენდროლოგიური, პეტრას ციხე, ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საკათედრო ტაძარი, მეკობრეთა გემი და რაც მთავარია გართობა ბულვარში. მიყვარხართ“,- წერს პედაგოგი და ექსკურსიის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას გვიზიარებს:

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203