
ქუთაისის №24 საჯარო სკოლის პედაგოგი ანა თუთისანი პროექტ „რობოტიკა სკოლებში“ კონკურსის ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური ტესტირების შედეგების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ 600-მდე პედაგოგს შორის შერჩეულ 100 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში.
ბანაკის ფარგლებში პედაგოგებმა გაიღრმავეს ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების, რობოტიკისა და STEAM განათლების მიმართულებით, აიმაღლეს პრაქტიკული კომპეტენციები და გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის სექტემბრიდან სკოლა მიიღებს რობოტიკის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და უახლეს რობოტექნიკას. სკოლაში შეიქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჩამოყალიბდება რობოტიკის კლუბი IV–VI კლასის მოსწავლეებისთვის
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები:
იხილეთ ფოტოები: