ქუთაისის N24 საჯარო სკოლის STEAM კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდება და დამატებითი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება
13-07-2026

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან STEAM მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება. 

პროგრამა - „STEAM განათლების“ ფარგლებში, 288 სკოლიდან შერჩეულ 100 საუკეთესო პედაგოგს შორის ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ირინე გოგიბერიძე მოხვდა.

პროექტის ფარგლებში, სექტემბრიდან გაძლიერდება სკოლის STEAM კლუბი, ხოლო სასწავლო პროცესი დამატებითი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, რაც მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ინოვაციურ და პრაქტიკულ პროექტებზე იმუშაონ.

სკოლაში სიახლე ახარებთ და პედაგოგ ირინე გოგიბერიძეს წარმატებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203