„ხელოვნება, ლიტერატურა და შემოქმედება ერთ სცენაზე გაერთიანდა“ - დაბა ურეკის საჯარო სკოლაში სპექტაკლის - „ლიტერატურით შეპყრობილი“ - პრემიერა გაიმართა
13-07-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილია, მათი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. წახალისებულია შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნება. 

ამ მიზნით, სკოლაში, სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად მუშაობს თეატრალური დასი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეები. 

22 მაისს, დაბა ურეკის საჯარო სკოლაში სპექტაკლის - „ლიტერატურით შეპყრობილი“ - პრემიერა მოეწყო.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლავთ დაბა ურეკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ვენიკო ხურციძე.

წარმოდგენა მაყურებლის წინაშე წარადგინა დაბა ურეკის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა, რომელშიც გაერთიანებულნი არიან VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები.

„ახალგაზრდა მსახიობებმა დიდი მონდომებითა და ემოციით გააცოცხლეს ლიტერატურული სამყარო და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.

ხელოვნება, ლიტერატურა და ახალგაზრდული შემოქმედება კიდევ ერთხელ გაერთიანდა ერთ სცენაზე.

მადლობა, თითოეულ მონაწილეს, მხარდამჭერსა და მაყურებელს ამ განსაკუთრებული დღის შექმნისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203