13 ივლისს აბიტურინტები ისტორიის გამოცდას ჩააბარებენ. ტესტის მაქსიმალური შეფასება 60 ქულაა, საგამოცდო დრო კი კვლავ 2 საათი და 40 წუთია - გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
აღსანიშნავია, რომ ისტორია 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტებს დახვდებათ 35 არჩევითბოლოიანი კითხვა. რუკა, რომელსაც 6 კითხვა ახლავს. ტესტში იქნება წყარო, რომელიც 14-ქულიანია. წყაროს თან ახლავს კითხვები. როდესაც კითხვა იწყება სიტყვებით „წყაროს მიხედვით...“, ნუ გამოიყენებთ თქვენს ზოგად ცოდნას. პასუხი უნდა ეყრდნობოდეს მოცემულ ტექსტს. არგუმენტაცია: თუ კითხვა ითხოვს მსჯელობას ან შეფასებას, თქვენი აზრი გაამყარეთ ისტორიული ფაქტით და არა მხოლოდ ემოციური შეფასებებით.
საუკუნეებისა და წლების სიზუსტე: მოვლენების თანმიმდევრობით დალაგებისას ხშირად საუკუნეების ფარგლებში ხდება თარიღების დამთხვევა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
ოფიციალურ საგამოცდო პროგრამაში მოცემულ გარდამტეხ ეტაპებს.
შავი ფურცლის გამოყენება: ნუ დაწერთ მთლიან ვრცელ პასუხებს შავ ფურცელზე, რადგან მათ გადაწერას დიდი დრო მიაქვს. შავ ფურცელზე მხოლოდ თეზისები, იდეები ან თარიღები მონიშნეთ.
ბოლო 20 წუთი: ეს დრო მთლიანად დაუტოვეთ პასუხების გადატანის გადამოწმებას. 60-ქულიან ტესტში მექანიკური შეცდომით ქულის დაკარგვა ორმაგად დასანანია.
კიდევ ერთხელ იხილეთ ისტორიის ტესტის პასუხების ფურცელი