12 ივლისს, კვირას მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ბიოლოგიის (VII-XII) გამოცდას ჩააბარებენ.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, გამოცდა კი 3 საათსა და 30 წუთს გაგრძელდება
გაითვალისწინეთ:
• ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან;
• არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
• ღია დავალებების მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში. ეს დავალებები ფასდება წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით. საგამოცდო ტესტით შემოწმდება:
• საპროგრამო მასალის ცოდნა და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარი;
• გრაფიკებით, სქემებით, ცხრილებითა და დიაგრამებით მოწოდებული ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი;
• მოცემული ამოცანის პირობიდან არსებითი (პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი) მონაცემების შერჩევის უნარი;
• ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, უცნობი, არასტანდარტული ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნის უნარი;
• დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი;
• ბიოლოგიის სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირების უნარი;
• მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატურად გაგება და გამოყენების უნარი.