
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 10:00 საათიდან დაიწყო.
რეგისტრაცია კვლავ დასწრებითობის პრინციპით მიმდინარეობს და მშობლებს მონაცემების შეყვანა და სასურველ ბაღში ბავშვის დარეგისტრირება შემდეგი ბმულიდან შეუძლიათ - https://kids.org.ge/
შეგახსენებთ, დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში) რეგისტრირებული ბავშვები.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში.