
10 ივლისს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კი პირველ სესიაზე მუსიკის, ხოლო მეორე სესიაზე – ქიმიის (VII–XII) გამოცდა ტარდება.
პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან მათემატიკის გამოცდაზე გამოცხადდა 91%-ზე მეტი გამოსაცდელი.
მუსიკის გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცხადდა 77%-ზე მეტი მონაწილე და დაიგვიანა ხუთმა აპლიკანტმა.
რაც შეეხება მეორე სესიას, აბიტურიენტების 93, ხოლო მასწავლებლობის მსურველთა 77%-ზე მეტი მივიდა. მეორე სესიაზე 4 დაგვიანება დაფიქსირდა, ჯამში კი 10 ივლისის ორივე სესიაზე დაგვიანების 9 შემთხვევა იყო.