
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა სკოლის დამთავრება გამოსაშვები საღამოთი აღნიშნეს.
ეს განსაკუთრებული დღე ემოციებით, სიხარულითა და დაუვიწყარი მოგონებებით იყო სავსე. მოსწავლეებმა ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს.
ელეგანტური სამოსითა და საზეიმო განწყობით, მათ პედაგოგებისა და მეგობრების გარემოცვაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს სკოლის წლები, მიღწევები, გამოწვევები და ის გზა, რომელიც პირველი კლასიდან დღემდე გაიარეს.
ამჟამად, კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, დირექცია და პედაგოგები მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და ახალგაზრდებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: