ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასწავლო პრაქტიკულ კონფერენციაში
10-07-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

​მოსწავლეებმა - ლიზი მწყერაშვილმა, ანამარია ხარშილაძემ და ანასტასია ხვედელიძემ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

მოსწავლეები სასწავლო პრაქტიკულ კონფერენციაში - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ ფინალურ ეტაპში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეები კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ, შედეგად კი სიგელი და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203