ხაიშის საჯარო სკოლაში განახლებული სპორტული დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა
10-07-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. 

ახლახან, სკოლაში განახლებული სპორტული დარბაზი გაიხსნა.

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად.

სპორტული დარბაზის განახლების გადაწყვეტილება სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა წარმატებული სპორტული მიღწევების გათვალისწინებით მიიღო. ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და ტურნირში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

სკოლაში მიაჩნიათ, რომ ხარისხიანი სპორტული ინფრასტრუქტურა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალი სპორტული წარმატებების მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„მოსწავლეებმა სპორტულ ტურნირებზე უმაღლესი შედეგები დააფიქსირეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით სკოლამ გადაწყვიტა დარბაზის განახლება.

დარბაზის კეთილმოწყობის სამუშაოებში ფიზიკურად აქტიურად იყვნენ ჩართული:

  • ზურაბ ქანთარია;
  • ნანა მუშკუდიანი;
  • ნინო ქობალია;
  • ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეები.

მხარდაჭერა მივიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან.

მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა მესტიის მუნიციპალიტეტის დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს.

სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს - მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, რომელებმაც წვლილი შეიტანეს ამ საქმეში და შესაძლებელი გახადეს მოსწავლეებისთვის განახლებული დარბაზის მიწოდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203