
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით და ნაყოფიერად წარიმართა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა საინტერესო გაკვეთილებით, მრავალფეროვანი აქტივობებითა და თანამედროვე მიდგომებით. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს.
აღსანიშნავია, ინგლისურ ენაში ჩატარებული მეტად საინტერესო ღია გაკვეთილი, რომელიც მასწავლებელმა, ქეთევან ემრაშვილმა, III კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა.
საგაკვეთილო პროცესს მშობლები ესწრებოდნენ.
გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით, საინტრესო დავალებებითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა. მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები წარმოაჩინეს, წარმატებით შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალებები და დამსწრეთ თავიანთი მიღწევები გააცნეს.
ღია გაკვეთილის დასრულების შემდეგ მშობლებმა კმაყოფილება გამოხატეს სასწავლო პროცესის ხარისხის, მოსწავლეთა ცოდნისა და მასწავლებლის პროფესიონალიზმის მიმართ. მათ მადლობა გადაუხადეს ინგლისური ენის მასწავლებელს, ქეთევან ემრაშვილს, ასევე სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ კოლექტივს იმ შრომისა და ძალისხმევისთვის, რომელსაც მოსწავლეთა ხარისხიანი განათლებისა და მათი მრავალმხრივი განვითარების საქმეში ყოველდღიურად დებენ.
მსგავსი ღია გაკვეთილები ხელს უწყობს სასკოლო ცხოვრებაში მშობლების აქტიურ ჩართულობას, რაც მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა
იხილეთ ფოტოები: