გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება 
10-07-2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად მათ მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს.

საზეიმო ღონისძიება სიხარულით, ემოციებითა და თბილი მოგონებებით იყო სავსე.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს დაწყებით კლასებში გატარებული ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები და მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებლებს იმ ცოდნის, სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში მიიღეს.

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა კლასის დამრიგებლის - დარეჯან ლეშკაშელისთვის, მან პატარებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყენა

„დღეს ჩემმა პატარებმა დატოვეს დაწყებითი სკოლის მყუდრო ყურე. და ცოდნის დიდ ოკეანეში შესასვლელი პირველი გამოცდაც ჩააბარეს. გილოცავთ ჩემო ძვირფასებო. წარმატებული გზით გევლოთ. გასავლელი გზა შეიძლება არ იყოს მარტივი, მაგრამ გახსოვდეთ ერთგულება და ერთმანეთის გვერდით დგომა გაგაძლიერებთ. გაზიარებული სიხარული ხომ ორმაგია და გაზიარებული დარდი კიდევ იოლი ასატანია. ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიქნები. მიყვარხართ“,- აღნიშნა პედაგოგმა. 

ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი თეა მჟავანაძე გახლავთ. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203