
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
საბაზო სკოლიდან წელს 12 მეათეკლასელი გააცილეს.
სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა. მოსწავლეებმა გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, დაუვიწყარი მოგონებები, ერთმანეთის მაისურებზე კეთილი სურვილები და მოციური მინაწერებთ დატოვეს და დირექციასა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციის წევრებმა და პედაგიგებმა კი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს და მიულოცეს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება.
მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა კლასის ხელმძღვანელისა და ქართულის მასწავლებლის - ეკა კუტუბიძისთვის. პედაგოგი მოსწავლეთა დამრიგებელი მე-2 კლასიდან იყო, თავად შეუძღვა ბავშვებს ცოდნს სამყაროში და საუკეთესო მეგზურობაც გაუწია.
პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ნათელი მომაავლი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: