
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დააფრთიანა და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. ახალგაზრდებმა სასკოლო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო ბევრი ემოცია, მილოცვა და სევდანარევი სიხარული.
მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა სკოლის დირექტორმა ალექსანდა მარიმ და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ დიდი გულშემატკივრად და მხარდამჭერად რჩება.
„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ „ბოლო ზარს“, დღეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება და ახალი გზა იწყება, წინ დიდი შესაძლებლობები და ახალი გამარჯვებები გელით. გისურვებთ წარმატებას, მიზნების ასრულებას და ღირსეულ მომავალს. მუდამ ეამაყოს თქვენით ჩვენს სკოლას“,- აღნიშნა დირექტორმა.
დღეს კურსდამთავრებულები გამოცდებს აბარებენ, სკოლაში კი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: