
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის ბედნიერი და ლაღი ბავშვობა უზრუნველყონ.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ამ დღის აღსანიშნავად ერისთავების დენდროპარკს ესტუმრნენ, დაათვალიერეს უნიკალური ბუნება, გაისეირნეს ულამაზეს გარემოში, გაატარეს სასიამოვნო დრო მეგობრებთან ერთად და კიდევ უფრო მეტად შეიყვარეს ბუნება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე სავსე იყო ღიმილით, დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
„ყველა ბავშვს ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ფერად ბავშვობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: