
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლამ სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და გულთბილი სურვილები გაატანა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.
მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა.
ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა.
მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მე-12 კლასის დამრიგებლის - თეა მჟავანაძისთვის. მან კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცა და მოსწავლეებს შეახსენა, რომ ყოველთვის მათ დიდი გულშემატკივრად და მხარდამჭერად დარჩება.
„ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა - ბოლო ზარი. გისურვებთ, რომ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი გზა ღირსეულად იპოვოს, არასოდეს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, იმედი და ძალა!!! წინ დიდი ცხოვრება გელოდებათ - ახალი მიზნებით, გამარჯვებებითა და ბედნიერი დღეებით“,- აღნიშნა პედაგოგმა.
მე-12 კლასელებს თბილი სიტყვებით მიმართა და გზა დაულოცა პედაგოგი მაკა ნემსიწვერიძემ.
„გილოცავთ ბავშვებო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისუვრებთ მადლობა თქვენი კლასის დამრიგებელს - თეა მჟავანაძეს თქვენზე გაწეული ამაგისთვის სიყვარულისთვის და ამ ლამაზი სიუპრიზისთვის“,- აღნიშნა პედაგოგმა მაკა ნემსიწვერიძემ.
ამჟამად, კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, მასწავლებლები კი მათ გულმხრუვალედ გულშემატივრობენ.
იხილეთ ვიდეო