
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, ბათუმის დელფინარიუმსა და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ეწვივნენ.
ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს პარკი, აღფრთოვანებით ნახეს დელფინების შოუ, მიიღეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და სასიამოვნოდ გაატარეს დღე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაფართოებას, მათ შემეცნებით განვითარებასა და დადებითი ემოციების მიღებას.
„ბავშვების სიხარული და ღიმილი ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ბავშვებს სასკოლო ცხოვრება სახალისო და შემეცნებით თავგადასავლად უქციონ.
იხილეთ ფოტოები: