კვალიფიკაციის ამაღლება კერძო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებსაც შეეხება
19-07-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას, რაც სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, ითვალისწინებს სფეროს წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

დოკუმენტში ასევე გაწერილია პროგრამის მოსალოდნელი შედეგი: „განათლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობით სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი განათლების სფეროში პროგრამის მოსალოდნელი შედეგია, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების და მათი პედაგოგების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების და აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო/შემეცნებითი უნარების განვითარება, სწავლა/სწავლების გაზრდილი მოტივაცია, განათლების სფეროს წარმომადგენელთა კვალიფიკაციის და საზოგადოების შემეცნებითი უნარების განვითარება“.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება; განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების შემოქმედებითი საქმიანობის გაზრდა და განვითარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203