
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის პედაგოგი ფატიმა ქარდავა სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში - „შენ ფესვო ჩემო ძლიერო“, მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
მასწავლებელი სიტყვის ოსტატობისა და მაღალი მხატვრული ხერხისთვის ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
ფატიმა ქარდავა საქართველოს პედაგოგთა კავშირმა მიიწვია ქალაქ რუსთავში, აკადემიურ ქალაქში, სადაც გაიმართა ლიტერატურული შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია.
სკოლის დირექცია პედაგოგს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„გულითადად ვულოცავთ ჩვენი სკოლის ღირსეულ პედაგოგს, ქალბატონ ფატიმა ქარდავას, სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში - „შენ ფესვო ჩემო ძლიერო“ მიღწეულ წარმატებას და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მასწავლებელთა უმაღლესი ელიტის ოქროს სიგელის მიღებას.
აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს ქალბატონი ფატიმას მაღალი პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის ღირსეულ აღიარებას.
ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებებს, შემოქმედებით წინსვლასა და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან მიღწევას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: