
ქუთაისის N19 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან ცოდნას აძლევს და ზრუნავს მათ სასწავლო მოტივაციაზე. აქტიური და მონდომებული მოსწავლეები კი განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე არიან ორიენტირებულნი.
ამჯერად, სკოლაში XIIა კლასის მოსწავლის - ლიზი ჯაფარიძის აკადემიური წარმატებით ხარობენ, მან წარმატებით ჩააბარა ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა, რაც მსოფლიო ასპარეზზე არაერთ საგანმანათლებლო და კარიერულ შესაძლებლობას სთავაზობს.
მან კემბრიჯის FCE-ს გამოცდაში C1 დონე აიღო. მისი ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ლევიძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეეს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გვასახელა XIIა კლასის მოსწავლე ლიზი ჯაფარიძემ. მან კემბრიჯის FCE-ს გამოცდაში C1 დონე აიღო. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ლიზის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: