
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული მიღწევები წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა - ლუკა ასანიძისა და აჩი ასანიძის სპორტული წარმატება.
მოსწავლეებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თასის საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირიდან წარმატებით დაბრუნებულ მოსწავლეებს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
„ხრიალეთის საჯარო სკოლას კვლავ ჩემპიონი მოსწავლეები ჰყავს! ამჯერად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიაღწიეს და კიდევ ერთხელ გვასახელეს.
ლუკა ასანიძე, აჩი ასანიძე გვეამაყებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ.
იხილეთ ვიდეო