„მუსიკის ქიმია - ბგერიდან ემოციამდე“ - შემოქმედებითი პროექტი ხრიალეთის საჯარო სკოლაში 
07-07-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს, შედეგად კი წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. 

მათ შორის წარმატებული აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

აღსანიშნავია, საინტერესო პროექტი - „მუსიკის ქიმია - ბგერიდან ემოციამდე“, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მეცნიერებისა და ხელოვნების კავშირის აღმოჩენას.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს - ემოციებს, ჰორმონებსა და ტვინის რეაქციებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ავითარებს კვლევის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარებს, აჩვენებს მოსწავლეებს, რომ მუსიკა და მეცნიერება ერთმანეთისგან განცალკევებული სფეროები კი არა, სამყაროს შეცნობის ერთიანი გზებია.

პროექტი წარადგინა IX კლასის მოსწავლე - ნინი ლომაძემ.

პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნანა ბოლქვაძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203