ხრიალეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა დაუვიწყარი გამოსაშვები ღონისძიება 
07-07-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა. 

ეს დღე განსაკუთრებული და ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.

მეოთხეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს - წაიკითხეს ლექსებ,ი შეასრულეს, სიმღერები, ცეკვები და წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე შეიძინეს. 

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით. 

სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიულოცეს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.

„დასრულდა დაწყებითი საფეხურის ერთი ეტაპი, მაგრამ იწყება ახალი, საინტერესო გზა!

გილოცავთ, მეოთხეკლასელებო! გისურვებთ წარმატებებსა და უამრავ გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს ნათელ მომავალსა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203