
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩატარებული ინგლისური ენის გამოცდის დილის სესიაზე აბიტურიენტების ინფორმაციით, წერითი დავალების თემა იყო: „ადამიანებს, რომლებიც ბუნებით ლიდერები არ არიან, შეუძლიათ საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა.“
მონაწილეთა თქმით, მოსასმენ ნაწილში საუბარი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სა და საფრანგეთის მოდაზე. ერთ-ერთი აბიტურიენტის განცხადებით, „პასუხები პირდაპირ ისმოდა“.
ამავე აბიტურიენტის შეფასებით, გამოცდა მარტივი იყო: „დანარჩენი უადვილესი იყო (პირადად ჩემთვის), მხოლოდ მეხუთე დავალებაში შეიძლებოდა ერთ ვარიანტზე ოდნავ შეფიქრიანება, თუმცა ეგეც არაფერი.“
რაც შეეხება მეორე სესიას, გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ინფორმაციით, წერითი დავალების თემა იყო: „ინტერნეტმა ადამიანი ნაკლებად სოციალური გახადა.“
მათი შეფასებით, მეორე სესიის გამოცდაც მარტივი იყო.