რეგისტრაციისთვის სკოლას უნდა მიმართოთ, ვადა ივლისის ბოლოს იწურება - დეტალური ინფორმაცია პირველკლასელების შესახებ
20-07-2026

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი 20 ივლისიდან დაიწყო- V ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება გამოთავისუფლებული ან თავისუფალი ადგილების შესაბამისად.

რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადა: 20 ივლისი – 31 ივლისი, 2026

რეგისტრაციისთვის მშობელმა უნდა მიმართოს სასურველ საჯარო სკოლას. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

რა დოკუმენტაცია არის საჭირო ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად საჯარო სკოლაში წარსადგენად?

საჯარო სკოლაში დარეგისტრირებული ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად, ბავშვის კანონიერმა წარმომადგენლმა სკოლაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 

კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203