
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელს ბილინგვური სწავლება მეტად საინტერესოდ წარიმართა.
ბილინგვური სწავლების სპეციალისტის - შუშანა ქედლიანის ხელმძღვანელობით, III–IV კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ასრულებდნენ მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებსა და სასწავლო აქტივობებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
„შესრულებული კომპლექსური დავალებები ნათლად წარმოაჩენს მათ ცოდნას, მიღწევებსა და სასწავლო პროცესში აქტიურ მონაწილეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და გვიზიარებენ, სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეთა შექმნილი კომპლექსური ნამუშევრების, პრეზენტაციებისა თუ ლექსიკონებს ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას.
იხილეთ ფოტოები: