ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი ლამაზი ღონისძიებითა და სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს
06-07-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა. ღონისძიება ატარებდა როგორ საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ხასიათს. მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ გასული ოთხი წლის განმავლობაში შეიძინეს. 

ღონისძიებაზე ბავშვებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს შემოქმედებითი ნიჭი და მზაობა სწავლის ასეთივე წარმატებით გასაგრძელებლად. 

მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მასურებზე, სიმბოლურად, სურვილები და მისალოცი სიტყვები დაუტოვეს.

მე-4 კლასელები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გამოემშვიდობნენ დამრიგებელს - ირმა მუკბანიანს და მადლობა გადაუხადეს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის რაც მათ განათლებაში ჩადო. 

დამრიგებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე წარმატებით გააგრძელონ სწავლა. 

„გილოცავთ ბავშვებო, წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- მიმართავს პედაგოგი ბავშვებს.

გარდა ღონისძიებისა მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიაც მოეწყო, რომელმაც ბავშვებს კიდევ ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი დღე აჩუქა. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური გუნდი კიდევ ერთხელ ულოცავენ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და უსურვებს წარმატებებს მომავალ სასწავლო წელს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203