დღეს 5 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ. პირველმა აპლიკანტებმა საგამოცდო ცენტრი უკვე დატოვეს და ცნობილია ტესტური დავალებების შინაარსიც.
ესე: „უნდა ჰქონდეს თუ არა ადმიანს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება“, რომელსაც აპლიკანტები მარტივად მიიჩნევენ.
დაიგვიანა 4-მა აბიტურიენტმა - დღეს აპლიკანტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ
რაც შეეხება მოსმენით ნაწილს, აღნიშნავენ, რომ „პირადპირ პასუხები იყო მოცემული“.
ინფორმაციისთვის: აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.