თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო - დეტალური ინფორმაცია 
06-07-2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.

რეგისტრაციის გავლას შეძლებენ მხოლოდ:

  • თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები

  • ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე)

  • თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები

  • თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები; (მინიმუმ 4 არასრუწლოვანი შვილი)

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები

  • დედმამიშვილები(ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი სარგებლობს იმავე ბაღის მომსახურებით)

  • თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები. (მიმართავენ ბაღის ადმინისტრაციას)

სამხედრო მოსამსახურეთა შვილები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე (bagabagebisregistracia2026@gmail.com) შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203